
Daughters of Maro: Chronicles of Georgian Women Political Resistance 2024 – 2025
Cover image: Tinatin Tskhadadze
Edited: Koka Vashakidze
Help to Publish: Daughters of Maro
Your support ensures the printing of the book and the operation of the platform. The majority of the printed run will be distributed free of charge to contributing authors, organizations involved in the protest, and prisoners of conscience or their family members. Donations are securely processed through GoFundMe.
დაგვეხმარეთ წიგნის დაბეჭდვაში
თქვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფს წიგნის ბეჭდვას და პლატფორმის მუშაობას. დაბეჭდილი ტირაჟის უდიდესი ნაწილი უფასოდ გადაეცემთათ გამოცემაში შესულ ავტორებს, პროტესტში ჩართულ ორგანიზაციებს და სინდისის პატიმრებს ან მათ ოჯახის წევრებს. შემოწირულობები უსაფრთხოდ მუშავდება GoFundMe-ის მეშვეობით.
Daughters of Maro: Chronicles of Georgian Women Political Resistance 2024 – 2025
A single mother separated from a group of brutally beaten protesters and broke through a police cordon built of shields… Before going out to the protest, the woman wrote on her arm that she had allergies and asked doctors not to administer certain medications if she were found unconscious… The World Press Photo winning image shows a woman standing in front of riot police with her arms outstretched, demanding to be detained because her friend had already been arrested. In the isolator, she was humiliated and filmed. But who could have imagined that, a year after, people would be publishing photos of burns caused by water cannons, explaining them by the possible addition of chemical substances. Agents banned since the World War One.
On November 28, 2025, the continuous political protest in Georgia surpassed the 365-day mark, and still nothing is certain. However, it can definitely be said that it has become part of the world’s newest history and this chapter bears a woman’s face.
In anticipation of major changes, an unnoticed revolution has already taken place. It can be called a rethinking of civic equality and responsibility. In a conservative country of the South Caucasus, a protest sparked by women’s rebellion has become one of the 21st century’s longest running examples of continuous resistance and resilience. But it would be wrong to see this process merely as the formation of a new identity… For the majority, it is more about defending their own identity and reconnecting with cultural roots that the Sovietization of Georgia had suppressed for nearly a century.
After the 2024 parliamentary elections, the statement by the newly appointed PM regarding the halt of Georgia’s EU accession impacted not only Georgia but also the central corridor of the Silk Road. The West began seeking alternative transit routes, which in turn facilitated the peaceful resolution of the thirty-year frozen conflict between Armenia and Azerbaijan and initiated negotiations on models of economic cooperation with the European Union.
Peace – was the main electoral slogan of the Georgian Dream party. Yet the European Parliament awarded the Sakharov Prize to Mzia Amaglobeli, a media manager who became the first female journalist imprisoned in the history of independent Georgia. International diplomats and local audiences alike speak of a hybrid annexation and of novel methods restricting media freedom and freedom of speech… And although the ruling political force denies the accusations and insists on its European aspirations, the fact remains the unchanged. On October 16, Elina Valtonen, the Chair of the OSCE and Finland’s Foreign Minister, on an official visit to the country, was fined 5,000 GEL for allegedly blocking a road. But even this can be considered a mild punishment, especially when compared to the potential criminal liability if the same act were repeated.
Almost all small media outlets face the threat of closure. Some even launched a separate campaign titled “The Light must stay on”. One of the main opposition channels, Mtavari, has already shut down, while two others, TV Pirveli and Formula, remain under constant financial and legal risk.
To keep things brief, this book represents only a small part of an archival installation created over the past year through the systematization of materials circulated via the media and the personal pages of the participants themselves. It offers the reader a chronological and subjective understanding of the essence of the political protest and the formation of its female face. Same time, Daughters of Maro also resonates with the global phenomenon we have been observing for years in Iran, Belarus, Venezuela… a phenomenon to which Georgia is still contributing… Day 407 by January 8, 2026.
Calling it an archive might be too bold. Daughters of Maro can better be described as a chronicle, since even in its expanded form, countless names remain unrecorded, without whom speaking of this epic resistance would be unimaginable.
It should be said that, despite the exemplary struggle of Georgian women, this is not an attempt to idealize this people. A time will come when a detailed analysis of the events will be necessary. But these details risk being lost in the stream of collective memory and the continuous feed of social networks, to the point that even the author may not remember their existence. Not to mention the attempts to shut down media organizations, which would erase published materials from circulation. Unfortunately, examples of this already exist…
The disappearance of memory, that was exactly what I worried about when I titled the work Daughters of Maro… Maro is the name of a young girl born into a well-off and influential family in Georgia, who in 1921 joined the ranks of fighters resisting the approaching Red Army near Tbilisi. Tragically, the 19-year-old nurse, Maro Makashvili, was killed the very next day by an exploding grenade. After the Soviet occupation, even mentioning her name or the names of her fellow fighters was prohibited, and anything that could revive fragments of memory faced brutal persecution. Only decades later, in 2015, Maro Makashvili was posthumously awarded the title of Georgia’s first female National Hero, and her name became a symbol of political resistance. Even more symbolic is the fact that today the epicenter of this protest is exactly where Maro Makashvili’s remains are buried. At the steps of the Georgian Parliament building, which was built on the ruins of the Russian military church…
I was concerned, that energetically the ongoing protest might be associated with failure, but according to the vast majority of those involved, what is happening in Georgia now is a direct continuation of a story that began a hundred years ago and its next chapter. As I have already noted, this work, through the individual and collective protest acts and experiences of the women involved, seeks to provide a chronological and firsthand understanding of the events, while also attempting to preserve these singular examples, acts through which history is written.
No matter how sentimental it may sound, I need to add one important detail at the end, which gave me the main inspiration to complete this work. Despite everything said above, Daughters of Maro is not primarily about violence against women, restrictions on freedom of speech, or the process of self-determination.
For me, the main motivation for working on this project was my daughter, Vivienne, for whom I wanted to show, through living examples, the kinds of challenges she may face in her own struggles. Challenges that anyone might encounter in life and despite everything, the courage with which she can meet them.
I hope that the interviews and personal notes archived in Daughters of Maro will, in the future, also facilitate the work of other researchers and contribute to the interpretation of the events that have unfolded.
Koka Vashakidze, Tbilisi, 2026
/შესავალი
მაროს შვილები: ქართველი ქალების პოლიტიკური წინააღმდეგობის ქრონიკა 2024 – 2025
მარტოხელა დედა სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ჯგუფს გამოეყო და ფარებით აწყობილი პოლიციის კორდონი ფეხით შეანგრია… აქციაზე გასვლის წინ, ქალმა ხელზე წარწერა გაიკეთა, რომ ის ალერგიულია და რომ უგონოდ პოვნის შემთხვევაში, ექიმებს გარკვეული წამლები არ გამოეყენებინათ. ვორლდ პრესს ფოტოს გამარჯვებული – ქალის სურათია, რომელიც სპეც-რაზმის წინ გაშლილი ხელებით დადგა და მის წაყვანას ითხოვდა, რადგან მისი მეგობარიც დაჭერილი იყო. იზოლატორში მას ამცირებდნენ და ვიდეოებს უღებდნენ. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ პროტესტის ერთი წლის თავზე, ადამიანები წყლის ჭავლისგან მიღებული დამწვრობების ფოტოებს გამოაქვეყნებდნენ და ამას წყალში შესაძლოდ გარეული ქიმიკატებით ახსნიდნენ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აიკრძალა.
2025 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში უწყვეტმა პოლიტიკურმა პროტესტმა 365 დღიან ნიშნულს გადააჭარბა და ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული. თუმცა, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ამბავი უკვე მსოფლიოს უახლესი ისტორიის ნაწილია და რომ ის ქალის სახეს ატარებს.
დიდი ცვლილებების მოლოდინში, უკვე მოხდა ერთი შეუმჩნეველი რევოლუცია. მას, სამოქალაქო თანასწორობის და პასუხისმგებლობის გადააზრება შეიძლება ეწოდოს. სამხრეთ კავკასიის უკიდურესად კონსერვატიულ ქვეყანაში, ქალთა ამბოხით ინსპირირებულმა პროტესტმა, 21-ე საუკუნის ერთერთი ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი წინააღმდეგობის და გამძლეობის მაგალითი შექმნა. მაგრამ მცდარი იქნებოდა ამ პროცესის – ახალი იდენტობის ფორმირებით განსაზღვრა… პირიქით, უმრავლესობისთვის ის საკუთარი იდენტობის დაცვის და კულტურულ საწყისებთან დაბრუნების მცდელობასთან უფრო ასოცირდება, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამ, თითქმის ერთი საუკუნით შეაფერხა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულად გამოცხადებული პარტიის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, ევრო-კავშირში გაწევრიანების შეწყვეტის თაობაზე, საქართველოს გარდა, აბრეშუმის გზის შუა კორიდორზეც დიდი გავლენა იქონია. დასავლეთმა ალტერნატიული სატრანზიტო გზების ძებნა დაიწყო, რამაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 30 წლით გაყინული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და ევროკავშრთან ეკონომუკური თანამშრომლობის მოდელებზე მოლაპარაკებების დაწყებას შეუწყო ხელი.
მშვიდობა – „ქართული ოცნების“ მთავარი საარჩევნო ლოზუნგი იყო. მაგრამ ევრო-პარლამენტმა სახაროვის პრემია – მზია ამაღლობელს გადასცა. მედია მენეჯერს – რომელიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი პატიმარი ქალი ჟურნალისტი გახდა. საერთაშორისო დიპლომატები და ადგილობრივი პუბლიკა ერთხმად საუბრობს ჰიბრიდულ ანექსიაზე და მედიისა და სიტყვის თავისულფების შემზღუდველ ახლებურ მეთოდებზე… და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა ბრალდებებს უარყოფს და მის ევროპულ ინსპირაციებს ამტკიცებს, შემდგარი ფაქტია რომ 16 ოქტომბერს, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ელინა ვალტონენი, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 5 ათასი ლარით დააჯარიმდა. თუმცა ესეც მსუბუქ სასჯელად შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგივე აქტს, გამეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულთან გაიგივებას შევადარებთ.
დახურვის საფრთხის წინაშე დგას თითქმის ყველა მცირე გამოცემა, რომლებმაც ცალკე კამპანიაც კი გამართეს სახელწოდებით – სინათლე არ უნდა ჩაქრეს. უკვე დაიხურა ერთერთი მთვარი ოპოზიციური არხი – მთავარი და კიდევ ორი, ტვ პირველი და ფორმულა მუდმივი ფინანსური და სამართლებლივი რისკის ქვეშ იმყოფება.
ბევრი, რომ არ გამიგრძელდეს, ეს წიგნი, ამ ერთი წლის განმავლობაში, მედია საშუალებებით და უშუალოდ მონაწილე ადამიანების სოციალური გვერდებით გავრცელებული მასალების სისტემატიზაციით შექმნილი საარქივო ინსტალაციის, მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მკითხველს, პოლიტიკური პროტესტის არსის და მისი ქალური სახის შექმნის ქრონოლოგიურ და სუბიექტურ გააზრებას სთავაზობს. თავისდა უნებურად – „მაროს შვილები“ იმ გლობალურ ფენომენსაც ეხმიანება, რომელსაც უკვე წლებია ვხედავთ ირანში, ბელარუსში, ვენესუელაში… და რომელშიც, საქართველოსაც განუზომელი წვლილი შეაქვს.
არქვიც ხმა მაღალი ნათქვამია. „მაროს შვილებს“ – ქრონიკა უფრო შეიძლება ეწოდოს, რადგან იმ გაფართოებული ვერსიის მიღმაც უამრავი ადამიანის სახელია დარჩენილი, ვის გარეშეც ამ თავგანწირულ წინააღმდეგობაზე საუბარიც კი, უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.
უნდა ითქვას, რომ ქართველი ქალების სამაგალითო ბრძოლის მიუხედავად, ეს არ არის ამ ხალხის იდეალიზაციის მცდელობა. დადგება დრო, როდესაც საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალური ანალიზი გახდება საჭირო. მაგრამ ეს დეტალები, კოლექტიური მეხსიერების ნაკადში და სოციალური ქსელების უწყვეტ ფიდში იქნება დაკარგული ისე, რომ შეიძლება თავად ავტორმაც ვერ გაიხსენოს მათი არსებობა. მედია ორგანიზაციების დახურვის მცდელობა, თავიდან რომ არ გავიხსენოთ, რაც გამოქვეყნებული მასალების ქსელიდან გაქრობას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, უკვე არსებობს ამის მაგალითები…
მეხსირების გაქრობა, სწორედ ამაზე ვღელავდი, როდესაც ნამუშევარს „მაროს შვილები“ ვუწოდე… მარო, უზრუნველყოფილ და საქართველოში საკმაოდ გავლენიან ოჯახში დაბადებული, ახალგაზრდა გოგოს სახელია, რომელიც 1921 წელს, თბილისთან მოახლოებულ წითელ არმიასთან მებრძოლთა რიგებს შეუერთდა. სამწუხაროდ, 19 წლის მედდა – მარო მაყაშვილი, ბრძოლის დაწყებიდან მეორე დღესვე, აფეთქებულმა ყუმბარამ იმსხვერპლა. ხოლო საბჭოთა ოკუპაციის შემედგ, მისი და მისი თანმებრძოლების სახელის ხსენებაც კი აიკრძალა და სასტიკ დევნას დაექვემდებარა ყველაფერი, რასაც მეხსიერბის ფრაგმენტული გაცოცხლება შეეძლო. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, 2015 წელს, მარო მაყაშვილს, პირველი ქალი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ხოლო მისი სახელი, პოლიტიკური წინააღმდეგობის ერთერთ სიმბოლოდ იქცა. მაგრამ კიდევ უფრო სიმბოლური ისაა, რომ დღეს ამ პროტესტის ეპიცენტრი ზუსტად იქაა, სადაც მარო მაყაშვილის ნეშთია დაკრძალული – საქართველოს პარლამენტის შენობის კიბეებთან, რომელიც რუსული სამხედრო ეკლესიის ნანგრევებზეა აშენებული…
მეშინოდა, ენერგეტიკულად, უწყვეტი პროტესტი მარცხთან არ დამეკავშირებინა, მაგრამ მასში ჩართული აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ის რაც ეხლა საქართველოში ხდება, ასი წლის წინ დაწყებული ამბის პირდაპირი გაგრძელება და შემდეგი თავია. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ნამუშევარი, პროტესტში ჩართული ქალების ინდივიდუალური ან ჯგუფური საპროტესტო აქტებით და გამოცდილებებით მოვლენების თანმიმდევრული და პირველ პირში მოყოლილი ამბის გააზრებასთან ერთად, იმ ცალკეული მაგალითების შენახვის მცდელობაცაა, რითიც თავად ისტორია იწერება.
ამიტომ, თავს ცოტა უხერხულადაც ვგრძნობ, მე რომ მერგო ამ თემის განვითარება, რადგან ხშირად არც მე ვყოფილვარ პირად ურთიერთობებში საუკეთესო მაგალითი და მინდა, რომ ამ ფორმით ყველასთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდაც გამომივიდეს, თუ ასეთი რამ, საერთოდ შესაძლებელია.
რაც არ უნდა სენტიმენტალურად ჩანდეს, დასასრულს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა დავამატო, რამაც ამ ნამუშევრის ბოლომდე მიყვანის მთავარი ინსპირაცია მომცა. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, პირველ რიგში – „მაროს შვილები“ არც ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე, არც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და არც თვითგამორკვევის პროცესზეა. ჩემთვის ამ ნამუშევარზე მუშაობის მთავარი მოტივატორი, ჩემი შვილი – ვივიენი იყო, რომლისთვისაც მინდოდა ცოცხალი მაგალითებით მეჩვენებინა, თუ რა წინააღმდეგობებს შეიძლება შეხვდეს ის საკუთარ ბრძოლაში, რომელიც ყველა ადამიანს აქვს გადასატანი და მიუხედავად ყველაფრისა, როგორი შემართებით უნდა შეხვდეს ის შესაძლო გამოწვევებს.
იმედია „მაროს შვილებში“ დაარქივებული ინტერვიუბი და პირადი ჩანაწერები, მომავალში სხვა მკვლევარებსაც გაუადვილებს შრომას და ხელს შეუწყობს განვითარებული მოვლენების ინტერპრეტაციაში.
კოკა ვაშაკიძე, თბილისი, 2026




