11 October / 2025
Anastasia Zinovkina Sends a Letter from Prison to Patriarch Ilia II
Source: Netgazeti

Anastasia Zinovkina Sends a Letter from Prison to Patriarch Ilia II, Describing the Conditions of Women in Custody
“Open Letter to the Patriarch”
My name is Anastasia Zinovkina, a prisoner at Women’s Correctional Facility No. 5 in Rustavi.
Today is Friday, September 19, 2025.
The last time I — along with other female prisoners in this facility — had access to hot water for a shower was five days ago, on September 14, 2025.
Two 15-minute hot showers per week are not enough to maintain women’s health.
Yet even that is often impossible due to constant water cuts or boiler malfunctions.
A large number of women are currently held in Georgia’s only women’s prison. Please understand that even nine months of pre-trial detention without access to daily hot water is extremely harmful to women’s health.
Many young women, including those later found innocent by the court, suffer irreversible health consequences during this time — some lose the ability to have children.
Therefore, imprisoning a woman in Georgia is not merely a deprivation of liberty.
It is the silent killing of the children they might one day have had — if they had not been imprisoned.
— Anastasia Zinovkina
Rustavi Women’s Prison No. 5
ანასტასია ზინოვკინა ციხიდან წერილს უგზავნის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს და ციხეში ქალთა მდომარეობაზე წერს:
“ღია წერილი პატრიარქს
მე ანასტასია ზინოვკინა ვარ, პატიმარი ქალაქ რუსთავში მდებარე ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში #5.
დღეს 2025 წლის 19 სექტემბერია, პარასკევი.
ბოლოს მე და მე-5 საპყრობილეში მყოფ სხვა ქალ პატიმრებს ცხელი წყლით შხაპის მიღების შესაძლებლობა გვქონდა 2025 წლის 14 სექტემბერს, ხუთი დღის წინ.
კვირაში ორჯერ 15 წუთიანი ცხელი შხაპი საკმარისი არ არის ქალების ჯანმრთელობისთვის. თუმცა, წყლის მუდმივი გათიშვის, ქვაბის გაფუჭების და ა.შ. გათვალისწინებით, ჩვენ კვირაში ორჯერაც კი არ გვაქვს შხაპის მიღების საშუალება…
ქალების საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება საქართველოს ქალთა ციხეში ერთდროულად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობაც კი ცხელი წყლის ყოველდღიური წვდომის გარეშე ძალიან საზიანოა ქალების ჯანმრთელობისთვის. გოგონები, ახალგაზრდა ქალები, მათ შორის ისინი, ვინც მოგვიანებით სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის განმავლობაში ჯანმრთელობის უკუ შედეგებს იღებენ და მომავალში სამწუხაროდ ვერ ხდებიან დედები.
აქედან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი ქალის დაპატიმრება უბრალოდ თავისუფლების აღკვეთა არ არის. ეს არის იმ ბავშვების მკვლელობა, რომელთა გაჩენაც მათ შეეძლოთ, პატიმრობის გარეშე”, – წერს ზინოვკინა პატრიარქს.





