23 January / 2025
Political Prisoner Giorgi Akhobadze accuses prosecutor for his mothers death
Source: Netgazeti
When, in the previous hearing, you requested a measure of restraint against me, your action — from my point of view (and yes, this may be subjective) — can only be described as an act of killing. I consider you, Comrade Gobejishvili, a killer. And why? Not because my mother is no longer alive today and lies in her grave, but because of what you did to her — a palliative patient.
Let me explain: a palliative patient is someone suffering from a severe chronic illness, with no positive prognosis, living out the final days or months of their life. Such patients are extremely vulnerable to any additional health risk. Any viral infection can take their life.
My mother had only two contacts: myself — an anesthesiologist–resuscitator, highly competent, and I dare say not only in this country but on a planetary scale, capable of standing side by side with any colleague in knowledge, experience, and skill — and my friend, who was assisting me in her care.
And yet, by your decision, by requesting this measure against me, you forced us to move her into a place with dozens of contacts: a hospital, where five shifts of nurses rotate, five shifts of doctors, where there are administrators, registrars, accompanying persons visiting patients — forty people or more in constant circulation. You increased her risk of illness and of death.
That is why I call you a killer. Not because of the direct chain of cause and effect, but because you denied me the chance to do for my own mother what I have done for every patient in my medical practice. In my career, not a single patient has left this world without the extraordinary effort that goes beyond all medical protocols. Today, there are living people on this earth who survived only because I did not stop after forty minutes but continued two hours. Some of them were children who are now teenagers.
By your groundless, bloodless, utterly insensitive decision — a decision that could have been made differently — you denied me the chance to take those same steps for the most important patient of my life: my mother.
Your controlling party, whose representatives are sitting here today… I will borrow from George Orwell — what we are hearing here is not a prosecutor of the Georgian state, but a walking phonograph, repeating words fed from above. Citizens, law, and justice are absent.
You denied a Georgian mother the chance to spend her final months beside her son — a doctor, who cared for her.
I want to ask you, Comrade Gobejishvili — you have a mother, don’t you? I wish her long life and health. But I ask you: go home and ask her how she would judge a man who has done what I have just described.
You are young, with your whole career ahead of you. I do not want us, as citizens of the same country, to go on living in a way that we harm one another. Sometimes we must step outside the frames imposed on us by those above — by the so-called Vaja Zazaeviches who control and manipulate us.
So I wish you this, sincerely, as a friend and well-wisher: that you continue your career in such a way that the man I have spoken of today will never again appear in your mirror. You know better than anyone what filth your superiors are forcing you into.
მიმართვა მინდა ამხანაგი გობეჯიშვილის მიმამართ… როდესაც მან წინა პროცესზე აღკვეთი ღონისძიება მოითხოვა ჩემს მიმართ, მის განხორციელებული მოქმედება, ჩემი მხირდან, შეიძლება ეს სუბიექტური არის, შეფასებული არის როგორ მკვლელობა… მე შენ გთვლი მკვლელად ამხანაგო გობეჯიშვილი და რატომ… იმიტომ არა, რომ დედაჩემი დღეს ცოცხალი არ არის და საფლავში წევს… იმიტომ, რომ შენ დედაჩემს, პალიატიურ პაციენტს… განვმარტავ: პალიატიური პაციენტი, არის ის პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება, რომლის გამოსავალიც არის არა კეთილ-საიმედო და ის ცხოვრების ბოლო დღეებს ან თვეებს გადის… აი ესეთ პაციენტს, თქვენ როდესაც მე – როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მაღალი კომპეტენციის… და მე თამამად შემიძლია ვთქვა, არა მარტო ამ ქვეყანაში, მათ შორის პლანეტარული მასშტაბის, ნებისმეირ ჩემს კოლეგას შემიძლია გვერდზე დავუდგე და შევეჯიბრო ციოდნაში, გამოცდილებაში და უნარჩვევებში… მე და ჩემი მეგობარი, რომელიც გარეთ მელოდება, მეხმარებოდა საერთო საქმიანობაში… ორად ორი კონტაქტი ჰყავდა ესეთ პაციენტს… ესეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ… ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება… აი მხოლოდ ამ მომენატმდე გთვლით თქვენ, თქვენი გადაწყვეტილების და მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიების გამო მკვლელად იმიტომ, რომ იძულებული გავხდით ჩვენ, რომ გადაგვეყვანა იმდენ კონტაქტის მქონე ადგილას… მართალია ეს ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემს კომპეტენციიდან გამომდინარე იგივე პირობები სახლში მქონდა შექმნილი… ჰოსპიტალში ხუთი ცვლა მუშაობს ექთნების, ხუთი ცვლა მუშაობს ექიმების… დაახლოვებით ორმოც კაცამდე არის ლაპარაკი… ადმინსტრატორები, რეგისტრატორები, თანმხლები პირები, რომლებიც მოდიან სანახავად პაციენტების… თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი… აი ამიტომ ხართ, თორემ მერე მიზეზ-შედეგობრივად რა მოხდა, თქვენგან განსხვავებით მე სიმართლის და სამართლის მხარეს ვარ… და არ ვიკადრებ იმას, რომ ის დაგაბრალოთ, რაც თქვენ არ გაგიკეთებიათ… და ის რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად… ერთ რაღაცას ვიტყვი მხოლოდ, ვიქნებოდი მე მისამართზე საბურთალოზე, თუ ვიქნებოდი მე გლდანში… დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომელიც შეიძლებოდა შეზღუდულიყო ჩემი აღკვეთი ღონისძიებით გლდანში, ზუსტად იგივე და მათ შორის შემოგთავაზეთ, თუ კი რამე კიდე არის, ის რაც გამომრჩათქო, დაამატეთ და შევასრულებთქო. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედაჩემისთვის. მათ შორის არ მომეცით საშუალები ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის მანძილზე გავლილი… არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ. და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ჩემმა კოლეგებმა წყლის ნაყვად შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები რომ მე ორმოცი წუთის მაგივრად, ორი საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება. დღეს ეგ კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან… პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც დღეს თინეიჯერები არიან…
თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, საერთოდ უგრძნობი გადაწყვეტილებით, როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვნაერადაც მიგეღოთ, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რომელიც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც მიიღებს.
თქვენი მაკონტროლებელი პარტია, რომლის წარმომადგენელიც ეხლა აქ არის… ჯორჯ ორუელს დავესესხები – მოსიარულე ფონოგრამას ვისმენთ ჩვენ ეხლა აქ და არა პროკურორს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს… მოქალაქეებ, კანონს და სამართალს… თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, რომ თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა…
მე მინდა გკითხოთ თქვენ, ამხანაგო გობეჯიშვილი – თქვენ დედა ხო გყავთ? დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ… მინდა იხვიდეთ და ჰკითხოთ დედას, რომ აი ესეთი კაცი ხართ, რაც მე აქამდე ვილაპარაკე… როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორც პიროვნებას?
თქვენ წინ გაქვთ მთელი კარიერა, ახალგაზრდა ადამიანი ხართ და არ მინდა, როგორც ამ სახელმწიფოს ერთი ნაწილი თქვენ და მე და კიდე სხვა ბევრი მოქალაქე ისე თანავცხოვრობდეთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ… ხანდახან გავცდეთ იმ ჩარჩოებს, რომელ ჩარჩოებშიც ზემოდგომები… ესე ვთქვათ ვაჟა ზაზაევიჩები გვაკონტროლებენ, გვაქცევენ…
კეთილი სურვილით მინდა გისურვოთ, რომ ისე გაგერძელებინოთ კარიერა, რომ აი ის ადამიანი, რომელზეც ეხლა მე ვლაპარაკობდი სარკეში აღარასოდეს დაგენახოთ… ამას მართლა როგორც მეგობარი და როგორც კეთილის მსურველი, ისე გისურვებთ. ჩემზე კარგად იცით ეხლა თქვენ, რა სიბინძურეში გაყენებენ ეხლა თქვენი ზემდგომები, ვიღაც ვაჟა ზაზაევიჩები…
23 January / 2025
Nanka Kalatozishvili reads New Theatre Manifest
Source: Mtavari Arkhi
Let’s face reality and speak out loud about what many are afraid to talk about — as if we’re the ones guilty for speaking. We find it humiliating to admit that we are hungry, thirsty, that we can’t afford medicine or education… that we are struggling to support our families. This is poverty — a problem we encounter at every step. Yet we ourselves help the state pretend we don’t exist, let it walk past us, use our pride against us.
But here, in this country, one in four children receives subsistence assistance. In this country, they speak from high tribunes about economic progress… about rising living standards… and they don’t even notice the outstretched, emaciated hands begging in the streets.
Here, in this country, they dare — without shame — to worry about the oligarch’s wealth, and they make you worry about it too. They numb you with lies and don’t even care how a deeply impoverished person survives or feeds their family — because to the state, people like that are a nuisance. They remember the poor only during election campaigns — and even then, only temporarily, until they win.
Here, in this country, they fight unemployment with bizarre methods. They couldn’t launch real factories, but they’ve been quite successful in opening “factories” of troll-bots. They pay people to attack one another, to sow hatred — because deep down, they are afraid that real anger might flare up with righteous demands.
Here, in this country, they would be happy if we disappeared — if we stopped existing, stopped reminding them of endless problems, rising prices, unemployment. They’d rather distract you with anything — as long as no one dares to speak about real problems… as long as no one dares to mention poverty.
Here, in this country, over 600,000 people receive social aid. For a country of this size, this is an unimaginably high number — too high to ignore, too high not to be heard, too high not to make the government afraid of people finally speaking up.
Here, in this country, they pass laws designed to silence us. But how can every eighth citizen — living below the poverty line — be silenced?
Here, in this country:
They raise pensions by 35 GEL and expect gratitude — while they themselves are not satisfied with tens of thousands. A child receives 200 GEL in support — while the Prime Minister raises his salary to 14,600 GEL. A breadwinner-lost family is told to survive on 100 GEL a month — while the Speaker of Parliament raises his to 14,600 GEL. People with severe disabilities are given 195 GEL — while MPs raise their pay to 11,680 GEL. War veterans — those who fought and died for this country — are offered 100 GEL, while ministers raise their pay to 12,410 GEL. Displaced persons, for whom toasts are raised about returning lost territories, are “valued” at 45 GEL — while the head of the Pension Agency raises their salary to 14,500 GEL. This list goes on… But this list is not for you, not for us. It is only for themselves — just like every law they pass.
They get sanctioned for crimes against the country — and with new laws, they rob us again. And then they offer help to sanctioned millionaires — from our money. And then, to all of us, about all of this, they say: “Rejoice.”
Here, in this country, the authorities treat the budget like their personal wallet. They treat public servants like slaves — expecting obedience in return for a paycheck. But a public servant’s salary is not a bribe… and the state budget is not someone’s private purse.
Here, in this country, the rulers have declared war on their own people — a war they disguise as peace. And in such a “peace,” poverty is considered acceptable.
But poverty is not shameful — what’s shameful is the path to poverty that these people have led us down.
So now rise up and ask the question:
Why is anyone who speaks about this instantly labeled an enemy?
Ask yourself: Why does the government need and benefit from a poor population?
Don’t take my word for it. Ask questions, look around, trust your own eyes.
And you’ll understand: the time has come to speak out.
We will no longer be silent about social issues.
Now is our time to say: Rejoice — we have awakened.
We will not stop.
We will not be silent.
We will not tire.
Because we are Georgia — and this country belongs to us!
რეალობას გავუსწოროთ თვალი და ხმა მაღლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც ლაპარაკი ბევრს ერიდება, თითქოს დამნაშავეები ვიყოთ. დამამცირებლად მიგვაჩნია თუ კი ვიტყვით, რომ გვშია, გვწყურია, არ გვაქვს წამლის ფული… არ გვაქვს სწავლის ფული… გვიჭირს ოჯახების რჩენა… ეს სიღარიბეა, პრობლემა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით და მერე თავად ვუწყობთ სახელმწიფოს ხელს, რომ ვერ დაგვინახოს… გვერდი აგვიაროს, ჩვენი სიამაყოთ ისარგებლოს… არადა აქ, ამ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს… აქ, ამ ქვეყანაში მაღალი ტრიბუნიდან ეკონომიკურ წინსვლაზე გველაპარაკებიან… ცხოვრების დონის ამაღლებაზე… ვერც ამჩნევენ სამათხოვროდ გაწვდილ, გალეულ ხელებს…
აქ, ამ ქვეყანაში ბედავენ და არ ერიდებათ ოლიგარქის ქონებაზე იღელვონ და თქვენც გაიძულებენ ამაზე იდარდოთ… ტყუილებით გაბრუებენ და არც კი აღელვებთ, როგორ ირჩენს თავს უაღრესად გაჭირვებული ადამიანი და როგორ არჩენს მის ოჯახს იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის ესეთი ადამიანები დიდი თავის ტკივილია… იმიტომ, რომ გაჭირვებული ადამიანები მათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ… ისიც დროებით, სანამ გაიმარჯვებენ…
აქ, ამ ქვეყანაში უმუშევრობას სპეციფიური მეთოდებით ებრძვიან… კი, რეალური ქარხნები ვერ აამუშავეს, თუმცა წარმატებით ხსნიან სამუშაო ადგილებს თავისივე შექმნილ ტროლ-ბოტების ქარხნებში… აქ, ამ ქყვენაში ფულის სანაცვლოდ, ენერგიას ახარჯინებენ ერთმანეთის ლანძღვაში… ზიზღს თესავენ, რადგან სინამდვილეში ეშინიათ, რომ რეალურმა ბრაზმა სადმე არ გაიელვოს სამართლიანი მოთხოვნით… აქ, ამ ქვეყანაში ბედნიერები იქნებიან თუ კი გავქრებით, აღარ ვიარსებებთ, თავს არ შევახსენებთ გაუთავებელი პრობლემებით, გაძვირებვული ფასებით, უმუშევრობით… ურჩევნიათ ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინონ… ოღონდ არავინ ილაპარაკოს რეალურ პრობლემებზე… ოღონდ არავის წამოცდეს და არავინ დაძრას კრინტი სიღარიბეზე. აქ, ამ ქვეყანაში 600 ათასზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას… ამ ქვეყნისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია იმისთვის, რომ ვერ დაინახონ… იმისთვის, რომ ვერ გაიგონონ… იმისთვის, რომ ეშინოდეთ ამ ადამიანების ხმის ამოღების… აქ, ამ ქვეყანაში იღებენ კანონებს, რომელიც ყველა ჩვენგანის დადუმებას ისახავს მიზნად. არადა, როგორ უნდა დადუმდეს ყოველი მერვე მოქალაქე, რომელიც სიღარიბის მიღმაა. აქ, ამ ქვეყანაში პენსიონერს პენსიას 35 ლარით უზრდიან და მადლობას ელიან მაშინ, როდესაც თავად ათასებსაც არ სჯერდებიან… აქ, ამ ქვეყანაში ბავშვი შემწეობად ორას ლარს იღებს… თუმცა პრემიერ მინისტრი 14600 ლარამდე იზრდის ხელფასს. მარჩენალ-დაკარგულს ეუბნებიან, რომ თვეში ასი ლარით უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე თვეში 14600 ლარამდე იზრდის ხელფასს… მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებისთვის 195 ლარს იმეტებენ, როცა პარლამენტარს 11680 ლარამდე უზრდიან ხელფასს… აქ, ამ ქვეყანაში ომის ვეტერანებს, იმ ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომლისთვისაც იბრძოდნენ… რომლისთვისაც თავს აკლავდნენ – 100 ლარს სთავაზობენ და იქვე მინისტრები – 12410 ლარამდე იზრდიან ხელფასს. აქ, ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის დევნილებს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სადღეგრძელოების მთქმელნი – 45 ლარად აფასებენ… თუმცა საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასს – 14500 ლარამდე უზრდიან… ეს სია გრძელია… თუმცა ეს სია არც თქვენთვის, არც ჩვენთვის არ არის. მხოლოდ საკუთარ თავზეა გათვლილი ისევე, როგორც მათ მიერ მიღებული ყველა კანონი.
მათ ქვეყნის წინაშე დანაშაეულისთვის ასანქცირებენ… და ახალი კანონით ისევ ჩვენ გვძარცვავენ… დასანქცირებულ მილიონერს ისევ ჩვენი ფულით სთავაზობენ დახმარებას… და მერე ყველას ჩვენ, აი ამ ყველაფერზე გვეუბნებიან – გიხაროდენ… აქ, ამ ქვეყანაში ხელისუფალთ ბიუჯეტი საკუთრად მიაჩნიათ. საჯარო მოხელე მონად, რომელიც თავის ხელფასის საფასურის ფასად უნდა დადუმდეს და იყოს მორჩილი. საჯარო მოხელის ხელფასი – ქრთამი არაა… და არც სახელმწიფო ბიუჯეტია ვინმეს პირადი ჯიბე… აქ, ამ ქვეყანაში ხელისუფალნი საკუთარ ხალხთან ომით დაკავდნენ… ომით, რომელსაც მშვიდობად ასაღებენ… ასეთ ომში და მშვიდობაში სიღარიბე აბა რა მოსატანია… სიღარიბე არაა სამარცხვინო… სამარცხვინო სიღარიბემდე ამ ადამიანების მიყვანაა.
ხოდა ეხლა ადექი და კითხვა დასვი: რატომ არის მტერი ყველა, ვინც ამაზე იწყებს ლაპარაკს? დასვი კითხვა: რაში ჭირდება და რაში აწყობს ხელისუფლას ღარიბი ხალხი? მე არ მენდო, დასვი კითხვა, მიმოიხედე და საკუთარ თავს დაუჯერე… და მიხვდები, რომ მოვიდა დრო ხმა ამოიღო და თქვა, რომ სოციალურ პრობლემებზე ჩვენ აღარ გავჩუმდებით… ეხლა ჩვებნი დროა ვუთრათ – გიხაროდენ, ჩვენ გავიღვიძეთ, არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით, არ დავიღლებით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველო და ეს ქვეყანა – ჩვენია!
23 January / 2025
Lika Guntsadze – mother of political prisoner – Andro Chichinadze
Source: Buta Orjonikidze
Niko Chichinadze… Niko is three years old. He doesn’t know where his father is — he only knows that he has gone away for work, for filming. And all of us are waiting for him, very soon.
ნიკო ჭიჭინაძე… ნიკო არის სამი წლის, რომელმაც არ იცის მამამისი სად არის. უბრალოდ იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე და რომელსაც ყველანი, ძალიან მალე ველოდებით, ჩვენ.





