27 December / 2024
Degrading treatment and sexual harassment – Nino Lomjaria
Source: Mtavari Arkhi
At today’s briefing, we wish to address the issue of violence, sexual harassment, and threats of a sexual nature committed by police officers against female detainees.
As you know, in the months of November and December, the police were arresting not only men, but also women during the protests. Since November 28, ten reports have been submitted to the hotlines of Georgian non-governmental organizations regarding the detention of women. Unfortunately, due to the lack of official data, we do not have precise statistics or information on how many women were detained during the protests.
What is especially alarming is that several women detained during the protests have spoken publicly about being subjected to physical violence, inhumane and degrading treatment, sexual harassment, and threats of rape by the police during and after their detention. According to the women’s statements, special forces physically assaulted them during arrest and threatened them with rape and death. These threats were made even more real by the officers describing in explicit and obscene language how the rape would be carried out, while threatening to take them into a special detention vehicle—further convincing the victims that the threats were serious.
One detained woman publicly stated that she was not allowed to sit in the vehicle and was forced to kneel for the entire ride, during which she was also sexually harassed. Another woman stated that she was videotaped in the police station and humiliated with sexually suggestive comments. One female protester, who had visible injuries to her face, publicly said that during the dispersal of the protest, she was supposedly escorted away for her own safety, only to be beaten afterward.
It is absolutely unacceptable for representatives of the state to commit or order such actions, which are humiliating, violate human dignity, and constitute sexual or other forms of harassment. Torture, inhumane, and degrading treatment is strictly prohibited and constitutes a criminal offense.
Therefore, we wish to reach out to those women who may have experienced similar incidents but have not yet spoken out. We, the Georgian non-governmental organizations, are ready to provide you with legal assistance, fully respecting your confidentiality, and to represent your interests both in Georgian and international legal forums. We will also help you access all necessary rehabilitation services.
Additionally, we want all women to know their procedural rights:
- A personal search can only be carried out by someone of the same sex.
- A search must not be conducted in front of others.
- Only a same-sex officer may be present during the search.
- Full undressing is not permitted.
- Specific parts of the body must not be visible in the field of view of surveillance cameras during the search.
- During detention, women must be kept separate from men.
- Female detainees must be provided with adequate hygiene products.
You also have the right to request contact with a lawyer at any time during and after detention, and the detention facility administration is obligated to ensure you are able to make a phone call.
დღევანდელ ბრიფინგზე ჩვენ გვსურს ვისაუბროთ პოლიციის მხრიდან ქალი დაკავებულების მიმართ ჩადენილი ძალადობის და სექსუალური შევიწროების და სექსუალური შინაარსის მუქარის ფაქტების თაობაზე… მოგეხსენებათ ნოემბერ-დეკემბრის თვეში პოლიცია აქციებზე აკავებდა არამხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებს. 28 ნოემბრის შემდგომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციათა ცხელ ხაზზე შემოვიდა ათი შეტყობინება, ათი ქალის დაკავების თაობაზე თუმცა სამწუხაროდ ოფიციალური მონაცემების არარსებობის გამო ჩევნ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა თუ ინფორმაცია თუ რამდენი ქალი დააკავეს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს… შემაძრწუნებელია ის გარემოება, რომ აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე ქალმა საჯაროდ ისაუბრა, მათ მიმართ დაკავების დროს და შემდეგ პერიოდში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მობყრობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების მუქარის ფაქტების თაობაზე. ქალების განცხადებით, დაკავების პროცესში სპეც-რაზმი მათ ფიზიკურად გაუსწორდათ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით… გაუპატიურების მუქარის კიდევ უფრო სიცხადისთვის ადგილი ქონდა, სპეცრაზმელების მიერ გაუპატიურების აქტის აღწერას, უწმაწური სიტყვების გამოყენებით, დაკავების სპეციალური მანქანისკენ წაყვანის მუქარას, რაც მსხვერპლისთვის კიდეც უფრო დამაჯერებელს ხდიდა აღნიშნულ სიტყვებს. აქციებზე დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების თანახმად, დაკავების მანქანაში მას არ მისცეს საშუალება სკამზე დაჯდომის, მთელი გზა მუხლებზე დაჩოქილი ამგზავრეს და ამასთან ადგილი ქონდა სექსუალური შევიწროების ფაქტს… ერთერთი დაკავებული ქალის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით, მას პოლიციის განყოფილებაში გადაუღეს ვიდეოები, ამცირებდნენ სექსუალური შინაარსის კომენტარებით… აქციის მონაწილე ერთერთმა ქალმა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა, თითქოს და განრიდების მზნით გაიყვანეს, რის შემდეგაც სცემეს…
დაუშვებელია სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან ასეთი ქმედებების განხორციელება, ან ისეთი ქმედებების შესრულების მოთხოვნა, რომლებიც დამამცირებელია. ლახავს მოქალაქის ღირსებას და მიმართულია სექსუალური თუ სხვა ნიშნით შევიწროვებისკენ… წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მობყრობა არის აკრძალული და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს… შესაბამისად ჩვემ გვსურს მივმართოთ იმ ქალებს, რომლებსაც შესაძლოა შეემთხვათ მსგავსი ფაქტები და ჯერ საჯაროდ არ უსაუბრიათ… ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად ვართ აღმოგიჩინოთ სამართლებრივი დახმარება, კონფიდენციალურობის სრული დაცვით და წარმოვადგინოთ თქვენი ინტერესები, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებში. ასევე დაგეხმაროთ მიიღოთ ყველა საჭირო სარეაბილიტაციო სერვისი… ასევე გვინდა იცოდეს ყველა ქალმა, მათი საპროცესო უფლებების თაობაზე, რომ თქვენი პირადი დათვალიერება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩაატაროს იმავე სქესის წარმომადგენელმა. პირადი დათვალიერება არ ხდება ყველას დასანახად… მას შეიძლება დაესწროს მხოლოდ იმავე სქესის წარმომადგენელი. პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება. პირადი დათვალიერების დროს, სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება ვიდეო კამერის თვალთახედვის არეალში არ უნდა იყოს მოქცეული. ასევე დაკავების დრო ქალები უნდა განთავსდნენ განცალკევებით მამაკაცებისგან და პატიმრობა შეფარდებული ქალებისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ჰიგიენური საშუალებები. ასევე თქვენ დაკავების დროს და დაკავების შემდგომ პერიოდში უფლება გაქვთ რომ მოითხოვოთ ადვოკატთან დაკავშირება, და ზარის განხორციელება უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.




