12 May / 2025
Journalists and activists gathered outside Rustavi Women’s Prison
Source: Eliso Jariashvili
12 May / 2025
Women demonstrators blocked the street
Source: Tabula
“Down with the illegitimate government! Freedom for the regime’s prisoners!” — women demonstrators blocked the street near Isani Metro station
“გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – ქალმა დემონსტრანტებმა ისნის მეტროს მიმდებარე ქუჩა გადაკეტეს
12 May / 2025
The suffering of imprisoned journalists challenges the conscience of nations and the international community – Leo XIV
Source: Formula

“Peace begins with each of us — with how we see and listen to others, how we speak about them. In this sense, our way of communicating is of fundamental importance. We must reject the war of words and images. We must reject the paradigm of war.
Allow me once again to express the Church’s solidarity with those journalists who are imprisoned for seeking and conveying the truth, and to call for their release. With these words, I demand the release of all journalists in detention.
I think of those [journalists] who report from war zones, even at the cost of their lives — of their courage, of their defense of dignity, justice, and the human right to be informed. Only an informed individual can make a free choice.
The suffering of imprisoned journalists challenges the conscience of nations and the international community. It urges each of us to protect the precious gift of freedom of speech and freedom of the press.”
— said the newly elected Pope Leo XIV.
„მშვიდობა თითოეული ჩვენგანით იწყება – იმით, თუ როგორ ვუყურებთ და ვუსმენთ სხვებს, როგორ ვსაუბრობთ მათზე. ამ მხრივ, ჩვენი კომუნიკაციის გზა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიტყვებისა და სურათების ომს. ჩვენ უნდა უარვყოთ ომის პარადიგმა.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო ეკლესიის სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებისა და გადმოცემისთვის პატიმრობაში არიან და მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდე. ამ სიტყვებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებას ვითხოვ.
ვფიქრობ იმ [ჟურნალისტების] შესახებ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასადაც კი აშუქებენ ომს – მათ სიმამაცეზე, რომლებიც იცავენ ღირსებას, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებას, იყვნენ ინფორმირებულნი, რადგან მხოლოდ ინფორმირებულ ინდივიდებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანის გაკეთება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების ტანჯვა ერებისა და საერთაშორისო საზოგადოების სინდისს გამოწვევის წინაშე აყენებს, გვიბიძგებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“ — თქვა ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეონ XIV-მ
12 May / 2025
Vice-Governor Shinjikashvili’s Father Attacked TV Pirveli’s Film Crew
Source: TV Pirveli
Vice-Governor Shinjikashvili’s Father Attacked TV Pirveli’s Film Crew: Physically Assaulted Journalist and Seized the Company’s Camera and the Journalist’s Phone | Mariam Makasarashvili Shares Details of the Attack
–
“Our equipment was inside for 40 minutes. Several vehicles arrived with dark tinted windows. Five minutes later, they came out and told us: ‘We’ll return the equipment, but why did you come here and why were you asking questions about the ‘Khareba’?’”
— Mariam Makasarashvili
ვიცე გუბერნატორ შინჯიკაშვილის მამა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტს და გაიტაცა ტელეკომპანიის კამერა და ჟურნალისტის ტელეფონი | მარიამ მაკასარაშვილი თავდასხმის დეტალებით
40 წუთი ჩვენი აპარატურა შიგნით იყო, რამდენიმე ავტომობილი მოვიდა, შავი დაბურული მინებით, 5 წუთში გამოვიდნენ და გვეუბნებიან: ამ აპარატურას კი დაგიბრუნებთ, მაგრამ რატომ მოხვედით და “ხარებაზე” კითხვებს რატომ სვამდითო |
როცა აქ მოვედით გიორგის [შინჯიკაშვილის] სახლთან მამამისი აქ იმყოფებოდა. მივედით და ვკითხეთ შეიძლებოდა თუ არა მასთან გასაუბრება. არსებობს ჩანაწერი, რომ გვითხრა “მობრძანდითო”… ჩვეულებრივად გვესაუბრებოდა, ისიც გვითხრა, რომ ხარებასთან არანაირი დაპირისპირება ჩემ შვილს არ ჰქონიაო… დავასრულეთ ინტერვიუ, რაც მისი ნებაყოფლობით იყო. გამოვედით გარე სივრცეში, ჩემი ოპერატორი კადრს იღებდა, მოულოდნელად გამოიქცა, ოპერატორს წაართვა კამერა, ხელში რომ დაიჭირა მოტეხა განათების ნაწილი და კიდევ რამდენიმე ნაწილი [კამერას]… რომ დაინახა მობილური რომ მქონდა ეგონა ვიღებდი, ეს მობილურიც გამომართვა… მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა სახისა და თავის არეში… თავბრუსხვევა მაქვს, თავის ძლიერი ტკივილი და თვალის ძლიერი ტკივილი. მივდივართ კლინიკაში.
რამდენიმე მანქანა მოვიდა შავი დაბურული მინებით და გვითხრეს: “ამ აპარატურას კი დაგიბრუნებთო, მაგრამ რატომ მოხვედით აქ და ხარებაზე კითხვებს რატომ სვამდითო?





