/Preface
This file is the 2017 edition of Caucasus Art Mag, which was never printed at the time and did not undergo final editing. The material was considered lost for a long time and resurfaced in the archival documents only ten years later. The edition compiles information on all contemporary art exhibitions held in Tbilisi in 2016, and this almanac is now being made public for the first time.
–
The magazine’s introductory text, written in 2017:
–
For the average viewer, reaching an exhibition is tantamount to escaping a digital labyrinth. The absence of posters leaves the general public in a sort of confusion regarding the ongoing processes in contemporary Georgian art. Events appearing on Facebook haphazardly, just a few days in advance, usually become accessible only to a certain closed circle of friends. This creates the impression that the local art scene is lacking demand and remains almost inactive.
While discussing last year’s collection in May 2017 might seem slightly belated, it still feels crucial to unify around a hundred exhibitions into a shared format and create an opportunity for their reimagining. What are artists working on? What issues are relevant to contemporary Georgian art? Today, these questions belong to the realm of “Facebook archaeology”—an activity we found ourselves engaged in during the material gathering process. We hope no one feels offended if we missed some interesting exhibitions lost in the feed, as in most cases, finding publication-ready documentation for an exhibition was a significant challenge in itself.
/შესავალი
ეს ფაილი „კავკასუს არტ მაგის“ 2017 წლის გამოცემაა, რომელიც თავის დროზე არ დაბეჭდილა და არც საბოლოო რედაქტირება გაუვლია. მასალა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და საარქივო დოკუმენტების გადარჩევისას, მხოლოდ ათი წლის შემდეგ გამოჩნდა. გამოცემა აერთიანებს ინფორმაციას 2016 წელს თბილისში გამართულ თანამედროვე ხელოვნების ყველა გამოფენაზე და ეს ერთგვარი ალმანახი ახლა პირველად საჯაროვდება.
2017 წელს დაწერილი, ჟურნალის შესავალი ტექსტი:
რიგითი მნახველისთვის გამოფენამდე მიღწევა, ციფრული ლაბირინთისთვის თავის დაღწევის ტოლფასია. აფიშის არარსებობა, ფართო საზოგადოებას ერთგვარ გაუგებრობაში ამყოფებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ფეისბუქზე უსისტემოდ, რამდენიმე დღით ადრე გამოჩენილი ღონისძიებები, როგორც წესი მხოლოდ გარკვეული დახურული სამეგობრო წრისთვის ხდება ხელმისაწვდომი და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი სახელოვნებო სივრცე, მასზე მოთხოვნილების გარეშე, თითქმის უმოქმედოდაა დარჩენილი.
შესაძლოა 2017 წლის მაისში, გასული წლის კრებულზე საუბარი ოდნავ დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად გვეჩვენება ასამდე გამოფენის საერთო ფორმატში გაერთიანება და მათი გადააზრების შექმნის შესაძლებლობა. რაზე მუშაობენ მხატვრები? რა თემებია თანამედროვე ქართული ხელოვნებისთვის აქტუალური? დღეს ეს საკითხები ფეისბუქ-არქეოლოგიის სფეროდანაა, რითიც ჩვენც დაკავებულები ვიყავით მასალის მოძიების პროცესში. ვფიქრობთ არავისთვის არ უნდა იყოს საწყენი, თუ ფიდში დაკარგული რიგი საინტერესო გამოფენების მოძებნა გამოგვრჩა, რადგან ხშირ შემთხვევაში გამოფენის, გამოსაქვეყნებლად ვარგისიანი დოკუმენტაციის მოძიებაც საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული.








