1 May / 2025
MIA Requested Detention for Miranda Bagaturia and Ana Qurashvili
Source: Dea Mamiseishvili / TV Pirveli
“I was on the second floor, at Nika Gvaramia’s trial, and since I am his press secretary, it is my direct responsibility to attend that hearing. At the same time, my friend Saba Skhvitaridze’s trial was also taking place.
When the commotion started downstairs, I was still on the upper floor — Nika was giving interviews to journalists, and of course I stayed there until the end. By the time I came out, Mirian K’avtaradze had already left the building.
The main thing is: there are witnesses who claim they saw me in the foyer. One says he saw me several times in the foyer… But there is a direct live stream from the Public Broadcaster showing clearly that I entered Nika Gvaramia’s trial and left only after it was over.
In my view, the Ministry of Internal Affairs is requesting this because it is a direct political order. We saw that Mirian K’avtaradze was already outside in the yard… And I myself am one of the key witnesses in Saba Skhvitaridze’s case.
As a former journalist and as a main witness, I know very well: when you are a key witness in a case, you are not only banned from participating in the trial, you shouldn’t even be nearby, in order to avoid a conflict of interest.
Is it an attempt at intimidation?
More than intimidation, I think it is an act of revenge. We are not intimidated… frankly, I couldn’t care less, excuse me. I really believe this is simply about revenge.
Four witnesses testified about me, yet not a single one could state exactly what I had said. All of them said they saw me only after Mirian K’avtaradze had already left the building.
Now two women from the Ministry of Internal Affairs are demanding pre-trial detention for me… Well, we’ll see. If they send me away for five days, I’ll get a bit of rest.”
ძალიან სასაცილოა… მე იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს მოსამართლე იმიტომ, რომ მართლა პრეცენდენტი იქნება ადამიანი ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით გაუშვან, როდესაც… ანუ იმ ადამიანზე ედავებიან შეურაცხყოფას, ვინ ფიზიკურად არ უნახავს იმ დღეს და გადაკვეთა არ ქონია – მირანდა ბაღათურია
სად იყავით? – ნანუკა ქაჯაია
მე მეორე სართულზე ვიყავი, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და იქიდან გამომდინარე რომ მისი პრეს-სამსახური ვარ, ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა ამ პროცესზე დასწრება. პარალელურად მიმდინარეობდა ჩემი მეგობრის – საბა სხვიტარიძის პროცესი. როდესაც ატყდა აქ ჩოჩქოლი, მე ვიმყოფებოდი ზედა სართულზე და ნიკა აძლევდა ინტერვიუს ჟურნალისტებს და ბუნებრივია ბოლომდე ვიდექი იქ. შემდეგ უკვე, როდესაც გარეთ გამოვედი, მირიან ქავთარაძეს უკვე დატოვებული ქონდა შენობა. მთავარი ის არის, რომ მოწმეები არიან, რომლებიც მეუბნებიან, რომ თითქოს ფოიეში დამინახეს. ერთი ამბობს, რომ ფოიეში დამინახა რამდენჯერმე… პირდაპირი ლაივ სტრიმი არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სადაც ჩანს, რომ ნიკა გვარამიას პროცესზე როგორც შევედი, დასრულების შემდეგ გამოვედი. შსს ჩემი აზრით ითხოვს იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი დაკვეთა. მირიან ქავთარაძე ვნახეთ, რომ არის ეზოში… მე ვარ ერთერთი მთავარი მოწმე საბა სხვიტარიძის საქმეზე… აქედან გამომდინარე, როგორც ყოფილი ჟურნალისტი და მთავარი მოწმე, ზუსტად ვიცი, რომ როდესაც ხარ საქმის მთავარი მოწმე, არა თუ პროცესზე გეგრძალება დასწრება, ახლოსაც კი არ უნდა იყო, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს.
დაშინების მცდელობაა?
დაშინებაზე მეტად მე მგონია, რომ შურისძიების მცდელობაა. არ ვართ დაშინებულები… მართლა ფეხებზე მკიდია, ბოდიში… მე მგონია რო უბრალოდ შურისძიების ამბავია… ოთხი მოწმე გამოვიდა და ჩემთან მეიმართებაში ვერცერთი ვერ ამბობდა ზუსტად რას ვამბობდი და ყველა ამბობდა, რომ მირიან ქავთარაძემ როდესაც დატოვა შენობა, მერე დამინახეს. ორი შსს-ს წარმომადგენელი ქალი ითხოვს პატიმრობას და რავიცი, ვნახოთ… ხუთი დღე თუ გამიშვებენ, დავისვენებ ცოტათი…
1 May / 2025
At Orbeliani Square representatives of various labor groups gave speeches
Source: Aleksandre Keshelashvili
On International Workers’ Day, a demonstration was organized by ten trade unions and the “Movement for Social Democracy.” Citizens gathered in the evening at Orbeliani Square, where representatives of various labor groups gave speeches. The protesters then marched from Orbeliani Square to the Government Administration, and finally joined the ongoing protest on Rustaveli Avenue — which has now continued for 155 consecutive days.
მშრომელთა საერთაშორისო დღეს 10 პროფკავშირისა და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” ორგანიზებით, აქცია გაიმართა. მოქალაქეები საღამოს ორბელიანის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები გამოვიდნენ სიტყვით. შემდეგ აქციის მონაწილეებმა ორბელიანის მოედნიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, ბოლოს კი საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა, სადაც მოქალაქეები უწყვეტად უკვე 155-ე დღეა იკრიბებიან.









